weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე გადადგა

14:01 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერი, კახაბერ მახათაძე გადადგა. არსებული ინფორმაციით, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

უცნობია, რატომ მიიღო მახათაძემ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება. ამ დრომდე მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

კახაბერ მახათაძის გადადგომას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე, რომელმაც გასული წლის სექტემბერში თანამოაზრეებთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავდა და მერს კორუფციაში ადანაშაულებდა.

კახაბერ მახათაძე ზესტაფონის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი იყო და ამომრჩეველთა ხმების 54.7% მიიღო. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს, გიორგი გოგლიჩიძეს, ის ხმების 10.89%-ით მესამე ადგილზე გავიდა.

ამ დროისთვის მერი არ ჰყავს ზესტაფონს, ზუგდიდს, ხულოს და ჭიათურას. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რიგგარეშე არჩევნები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისში ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]