weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება

14:26 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019

17-19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

„ასევე დაგეგმილია შეხვედრები იუნესკოს გენერალურ მდივანთან, სენატის პრეზიდენტთან. იგეგმება სხვა არაერთი შეხვედრა, ასევე ინტერვიუები „ლე მონდთან“, „ფრანს 24“-თან, სხვა მედიასაშუალებებთან. გარდა ამისა, პრეზიდენტი შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 20-21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]