weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თაკო ჩარკვიანმა პარტია „კანონი და სამართალი“ დააფუძნა

11:31 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ პარტიას სახელწოდებით „კანონი და სამართალი“ ქმნის. ამ თემაზე მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თანაპარტიელებთან - გიორგი ცობეხიასთან და ქეთი ენუქიძესთან ერთად ისაუბრა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა თქვა, ქვეყანაში კანონის უზენაესობა და სამართალი არ არის, პარტიის შექმნა კი გადაწყვიტა იმ ადამიანების თხოვნით, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ.

„876 ათასი კაცი გაერთიანდა და ხმა მისცა გაერთიანებულ ოპოზიციას, მაგრამ იმ ადამიანებმა გვითხრეს: ძალიან გთხოვთ, იქნებ შევქმნათ ახალი პარტია. დიახ, ბჭობის დროს მივედით დასკვნამდე, რომ უნდა შეგვექმნა ახალი პარტია, ანგარიში უნდა გაგვეწია ამ ტიპის ამომრჩევლისთვის და ჩვენ შევქმენით ასეთი პარტია. ჩვენ ფინალში სალაპარაკოდ დავსხდებით კოალიციური მთავრობის დროს, სადაც ერთად ისხდებიან ყველა, ვინც გაერთიანებულ ოპოზიციასთან გაერთიანდა. რა დროს დაყოფაა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, პარტია მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

გიორგი ცობეხიას განცხადებით, „კანონს და სამართალს“ უკვე აქვს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელშიც „საქართველოს ხსნას“ ხედავენ.

„პირველ რიგში ეს არის ანტიკორუფციული კანონმდებლობის შემოღება, რითიც გვინდა ქვეყანაში აღმოვფხვრათ ტოტალური კორუფციის თემა. ასევე, გეგმაში გვაქვს, რომ შემოვიტანოთ ისეთი ცნება, როგორიცაა კორუფციული მენტალიტეტი, რაც ამ ქვეყნის დაღუპვის საფუძველია. ინიციატივები საკმარისზე მეტია“, – განაცხადა ცობეხიამ.

თაკო ჩარკვიანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი იყო და აქტიურად მონაწილეობდა მის საარჩევნო კამპანიაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]