weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთი აფხაზეთში ფართომასშტაბიან ერთობლივ წვრთნებს გეგმავს

16:50 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017
რუსეთი აფხაზეთში ფართომასშტაბიან ერთობლივ წვრთნებს გეგმავს ფოტო © Sputnik

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა ფართომასშტაბიანი ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთობლივი წვრთნები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის 2016 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმების ფარგლებში ჩატარდება.

„შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მოზიდვით, შემუშავდება გეგმა პოტენციური მოწინააღმდეგის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება განხორციელდეს როგორც ზღვიდან, ისე სხვა ნებისმიერი შესაძლო მიმართულებიდან, როგორც დღის, ისე ღამის პერიოდში. აფხაზეთში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე მიმდინარე წელს სულ 100-ზე მეტი სწავლება და წვრთნაა დაგეგმილი, მათ შორის ერთობლივი“, - ნათქვამია რუსული სამხედრო ბაზის პრესსამსახურის განცხადებაში.

გაერთიანებული სამხედრო დანაყოფის შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმება წვრთნების გარდა, ითვალისწინებს დახმარებას იმ შემთხვევაში თუ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოება საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2017 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში არაერთი საბრძოლო სწავლება ჩატარდა, რომელშიც დესანტიც მონაწილეობდა. სწავლებაში გამოყენებული იყო შეიარაღების ახალი მოდელები, ჩართული იყო 300 სამხედრო მოსამსახურე და 40-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]