weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბიბილოვმა რუსი ჟურნალისტები აგვისტოს ომის „ობიექტურად გაშუქებისთვის“ დააჯილდოვა

15:05 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, „2008 წლის ომის ობიექტური გაშუქებისა და გმირობისთვის“, რუს ჟურნალისტებს მედლები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს. დაჯილდოვებულთა შორის არიან სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის და Russia Today-ს თანამშრომლებიც.

„წილად მხვდა დიდი პატივი, სამხრეთ ოსეთის ხალხის სახელით, სახელმწიფო ჯილდოები გადავცე იმ რუს ჟურნალისტებს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხის მიმართ საქართველოს მუხანათური აგრესიის ტრაგიკული მოვლენების ობიექტურად გაშუქების საქმეში მამაცობა, სიმტკიცე და ნამდვილი გმირობა გამოიჩინეს“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა დაჯილდოების ცერემონიაზე და რუსი ჟურნალისტები ცხინვალში მიიწვია.

„რეს“-ის ცნობით, ჟურნალისტები „სამამულო ომში სამხრეთ ოსეთის ხალხის გამარჯვების მე-10 წლისთავისთვის“ მიძღვნილი მედლით გასული წლის აგვისტოში დაჯილდოვდნენ, თუმცა ჯილდო 12 თებერვალს, მოსკოვში გადაეცათ.

დაჯილდოებულთა შორის არიან: ევგენი პოდდუბნი – რუსეთის დამსახურებული ჟურნალისტი და სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის (ВГТРК) სპეციალური კორესპონდენტი; ოლგა კირი – ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამსახურებული ჟურნალისტი და „იზვესტიას“ პროდიუსერი; ასხატ კოკაევი, Russia Tоday-ის ტელეოპერატორი; ნიკოლაი ბარანოვი – ტელეარხ Звезда-ს პროდიუსერი; აშრაფ ალ-საბაღი – Russia Tоday-ის კორესპონდენტი; ალეკსეი კომაროვი – ტელეარხ ТВ Центр-ის ტელეოპერატორი და ალეკსეი სტეპანოვ-მოლოდოვი – ТВ Центр-ის ხმის ოპერატორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]