weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 საჯარო მოხელე გათავისუფლდა

12:50 პარასკევი, 15 თებერვალი 2019

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, საჯარო მოხელეების გათავისუფლება რეორგანიზაციის შედეგად მოხდა.

„61 საჯარო მოხელე გადავიდა მობილობის სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესახებ სახელობითი ინფორმაცია, ასევე დოკუმენტაცია, გადაიგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ეცდება, შესთავაზოს მათ საჯარო სივრცეში მათთვის სასურველი და შესაბამისი პოზიციები. ყველა ვინც არ მიიღებს ან ვერ დააკმაყოფილებს შეთავაზებული პოზიციის მოთხოვნებს, კომპენსაციას მიიღებს“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის ეტაპი, რომელიც თანამშრომლებთან გასაუბრებას გულისხმობდა, გუშინ დასრულდა. ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, გასაუბრების შედეგად, 37 თანამშრომელი ადმინისტრაციაში მუშაობას გააგრძლებს, 11 თანამშრომლის საკითხი კი არც განხილულა, რადგან ისინი დეკრეტულ შვებულებაში არიან.

2019 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამშრომელთა რაოდენობა 60-ით განისაზღვრა. დარჩენილი ვაკანსიების შესავსებად, რეორგანიზაციის შემდეგ ეტაპზე, კონკურსი გამოცხადდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]