weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა

14:25 შაბათი, 16 თებერვალი 2019

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი ეწვევა. მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიიღო. დუკანოვიჩის ვიზიტის თარიღი ჯერ უცნობია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ და მილო დუკანოვიჩმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე. ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს, ასევე აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აუცილებლობა. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ კუთხით მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველდღიურად ღრმავდება. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. მე პრემიერ-მინისტრი მონტენეგროში მივიწვიე, მანაც დამპატიჟა თბილისში, რასაც სიხარულით დავთანხმდი. აღვნიშნეთ, რომ არსებობს ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ჩვენი თანამშრომლობის გაუმჯობესება, თუმცა ასევე შევთანხმდით, რომ პრიორიტეტი მაინც ეკონომიკური თანამშრომლობაა. ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ გამოცდილება, კერძოდ ტურიზმის და ეკონომიკის სფეროებში და ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა მონტენეგროს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მონტენეგრო და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან და ორმხრივ თანამშრომლობას გააგრძელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]