weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვმუშაობთ რომ ქართულ დიასპორას პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავდეს – პრეზიდენტი

11:19 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მრავალრიცხოვნობის გამო, აუცილებელია, ქართულ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. როგორც ზურაბიშვილმა პარიზში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა, ამ საკითხზე მისი საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია უკვე მუშაობს.

„კომპეტენტურ უწყებებთან ერთად დავიწყებთ მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რაც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პარლამენტში არჩევას. მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში.

იდეა მდგომარეობს შემდეგში: არსებულ საარჩევნო ოლქებს შესაძლებელია დაემატოს ერთი, ან მეტი საარჩევნო ოლქი (მაგალითად, ევროპა და აშშ), რომლებშიც კენჭს იყრიან ამავე ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები კანდიდატები.

ეს არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ არჩეული პარლამენტარები იყვნენ თქვენი ინტერესების დამცველები. ისე ვერავინ გაიგებს თქვენს სათქმელს, ინტერესებსა და პრობლემებს, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი, რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხზე პარლამენტში მისი ყოფილი კოლეგების დარწმუნებას მოახერხებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]