weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ორგანიზაცია, რომელიც „შეყვარებულებს აღრიცხავს“, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა

21:54 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“. ასეთი ორგანიზაციის შექმნის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი გამოვიდა.

როგორც კვიციანმა 7 თებერვალს თქვა, ორგანიზაციაში ფულს ემიგრანტები ჩარიცხავენ და „დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად“.

„აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება. იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და იქნება დახმარება მაგათი... დღეს დემოგრაფიულად ყველაზე მეტად ვისაც უჭირს, ქართველები არიან. თვალს ხომ არ დავხუჭავთ?! ეს იქნება ქართველთა ჯგუფი, რომელიც ქართველებს ქართული ოჯახების შექმნაში დაეხმარება“, – განაცხადა დეპუტატმა.

„ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ საჯარო რეესტრმა 13 თებერვალს დაარეგისტრირა. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ორგანიზაცია ქუთაისში მდებარეობს. მისი აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ შალამბერიძეა. აღმასრულებელი საბჭოს წევრები მალხაზ ლომსაძე, გელა ხარჭამაძე და ნუნუ შალამბერიძე არიან. ცენტრის მმართველობის ორგანო დამფუძლებელთა საერთო კრებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]