როგორც კვიციანმა 7 თებერვალს თქვა, ორგანიზაციაში ფულს ემიგრანტები ჩარიცხავენ და „დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად“.
„აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება. იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და იქნება დახმარება მაგათი... დღეს დემოგრაფიულად ყველაზე მეტად ვისაც უჭირს, ქართველები არიან. თვალს ხომ არ დავხუჭავთ?! ეს იქნება ქართველთა ჯგუფი, რომელიც ქართველებს ქართული ოჯახების შექმნაში დაეხმარება“, – განაცხადა დეპუტატმა.
„ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ საჯარო რეესტრმა 13 თებერვალს დაარეგისტრირა. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ორგანიზაცია ქუთაისში მდებარეობს. მისი აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ შალამბერიძეა. აღმასრულებელი საბჭოს წევრები მალხაზ ლომსაძე, გელა ხარჭამაძე და ნუნუ შალამბერიძე არიან. ცენტრის მმართველობის ორგანო დამფუძლებელთა საერთო კრებაა.