weather cur horoscope tv
სექტემბერი 19, 2021

ციხელაშვილის თქმით, ყველაფერი კეთდება რომ ახალგორთან მიმოსვლა აღდგეს

10:29 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019 hits 725

„ახალგორში თავიანთ ნათესავებთან არიან პატარა ბავშვები, რომელთაც თვეზე მეტია მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო პროცესში ჩართვაზე“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

ქეთევან ციხელაშვილი გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა და ინფორმაცია მიაწოდა ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვაზე, რის შედეგადაც გადაადგილება უკვე თვეზე მეტია შეზღუდულია. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ესაა ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც დღის წესრიგშია.

„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა სრულ იზოლაციას ნიშნავს არა მხოლოდ ახალგორის რაიონის, არამედ მთლიანად ცხინვალის რეგიონისა. ათასობით ადამიანისათვის შეზღუდვის ყოველი დღე დამატებითი პრობლემაა.

მათ არ აქვთ წვდომა გარკვეულ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს აბსოლუტურად მიუღებელი და უკანონო ზომაა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, პარტნიორებთან ერთად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიმოსვლა აღდგეს იმ ფორმატით მაინც, რომელიც უკვე შეზღუდულია.

„საბოლოო ჯამში, მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ზოგადად გადაადგილების თავისუფლება იქნას იზრუნველყოფილი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიმღები ნებისმიერი პირი, ვალდებულია მიმოსვლა გაიხსნას და მოსახლეობას სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა მიეცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]