weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობა დავითაშვილი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭისყრას აპირებს

15:47 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019

კობა დავითაშვილი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას და მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. როგორც დავითაშვილმა განაცხადა, მისი პოლიტიკაში დაბრუნების ამოცანაა ისეთი პოლიტიკური ძალის შექმნა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ შეცვლის.

„ჩემი კენჭისყრის და პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი არის ხელი შევუწყო კონსერვატიული, ეროვნული, ტრადიციულ ფასეულობებზე დამყარებული, სოლიდური, არარადიკალური, არამედ გაწონასწორებული ისეთი ძალის ფორმირებას, რომელიც მოვა და ხელისუფლებაში შეცვლის „ქართულ ოცნებას“, რომლის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაგვანახა, რომ ქვეყანა იმ კურსით მიჰყავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება რეალური ხდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კობა დავითაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია. ბოლოს, 2012 წელს, ის საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ პროპორციული სიით გავიდა, 2013 წელს უმრავლესობა დატოვა და 2016 წლამდე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი ჰქონდა.

პარლამენტში მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი იყო. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მას უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის შუალედური არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]