weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ მინდა კომენტარის მოცემა, ხომ ვერ მაწამებ? – მარგველაშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

16:36 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს უთხრა.

„ჩემო კარგო, არ ვიძლევი კომენტარს. არ მინდა კომენტარის მოცემა. ხომ ვერ მაწამებ? არ მოგცემ კომენტარს“, – თქვა მარგველაშვილმა.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, ეკლსია მზად იყო, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის იხდის სასჯელს, გიორგი მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე არ შეიწყალა. როგორც მაშინ შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განმარტა, კომისიამ ამ საკითხზე იმსჯელა, მაგრამ კონსენსუსი ვერ შედგა და შესაბამისად, პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]