weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცხინვალში ოსურ-სომხური მეგობრობის ნიშნად ჯვარს დავდგამთ – ბიბილოვი

22:17 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019
ფოტოზე - მასის მაილიანი და ანატოლი ბიბილოვი ფოტოზე - მასის მაილიანი და ანატოლი ბიბილოვი

ცხინვალში სომეხი და ოსი ხალხის მეგობრობის ნიშნად ჯვარს დადგამენ. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მასის მაილიანთან შეხვედრისას განაცხადა.

„რესპუბლიკაში მცხოვრები სომხები გამოვიდნენ წინადადებით, რომ ცხინვალში აღვმართოთ ჯვარი ოსურ-სომხური მეგობრობის ნიშნად. ეს წინადადება მოვიწონეთ. სომხეთის ქუჩაზე მოეწყობა სკვერი და იქვე აღიმართება ჯვარი, რომელიც იქნება სომხებისა და ოსების მეგობრობის სიმბოლო, არამხოლოდ ოსეთში“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები სომხები ღრმად პატრიოტულები არიან და განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ.

„ჩვენ არ ვივიწყებთ მრავალსაუკუნოვან კავშირებს და ვაფასებთ ისტორიულ ურთიერთობას ჩვენს ხალხებს შორის“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

მასის მაილიანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ორშაბათს ჩავიდა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევს შეხვდა. მაილიანმა და მედოევმა დღეს „თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]