„რესპუბლიკაში მცხოვრები სომხები გამოვიდნენ წინადადებით, რომ ცხინვალში აღვმართოთ ჯვარი ოსურ-სომხური მეგობრობის ნიშნად. ეს წინადადება მოვიწონეთ. სომხეთის ქუჩაზე მოეწყობა სკვერი და იქვე აღიმართება ჯვარი, რომელიც იქნება სომხებისა და ოსების მეგობრობის სიმბოლო, არამხოლოდ ოსეთში“, – განაცხადა ბიბილოვმა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები სომხები ღრმად პატრიოტულები არიან და განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ.
„ჩვენ არ ვივიწყებთ მრავალსაუკუნოვან კავშირებს და ვაფასებთ ისტორიულ ურთიერთობას ჩვენს ხალხებს შორის“, – აღნიშნა ბიბილოვმა.
მასის მაილიანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ორშაბათს ჩავიდა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევს შეხვდა. მაილიანმა და მედოევმა დღეს „თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.