weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას მხარს არ დაუჭერს

12:28 ოთხშაბათი, 20 თებერვალი 2019

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების თაობაზე ეკა ბესელიასა და რვა დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს. კანონპროექტის თანახმად, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი უმრავლესობის ცალკეულმა წევრებმა საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე მოამზდეს. მისივე თქმით, კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით.

იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი – გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოამზადოს ისეთი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც „იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით“. მმართველი გუნდი მიმართავს ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს ამ პროცესში.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხი მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე განიხილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]