weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იმედია, ივანიშვილი შეყვარებულების აღმრიცხავ ცენტრში კაი მსუყე თანხას ჩარიცხავს - კვიციანი

16:37 ოთხშაბათი, 20 თებერვალი 2019

საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი იმედოვნებს, რომ მისი ინიციატივით დაფუძნებულ „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ცენტრში“ ფულს ბიძინა ივანიშვილიც ჩარიცხავს.

„ორგანიზაციის ანგარიში ორი დღის წინ გაიხსნა. თანხის ჩარიცხვაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ იმედია, რომ აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ადამიანები, მხედველობაში მაქვს თვითონ ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ბიზნესმენები, რომელთა თხოვნითაც შეიქმნა ეს ცენტრი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მაგრამ

დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რომ ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და ამდენი წელიწადია, ქართველი ხალხის გვერდშია, ალბათ, ერთი კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს.

არამარტო ბიძინა ივანიშვილი, ყველა ქველმოქმედი, ყველა ქართველი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ქართველების და საქართველოს წინსვლა და გაძლიერება უნდა, ყველა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, დეპუტატები“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

კითხვაზე - რა თანხით დაეხმარება ცენტრი ოჯახის შექმნის მსურველ წყვილებს, კვიციანმა თქვა, რომ მეტი კონკრეტიკა მაშინ იქნება, როდესაც „ბიძინა ივანიშვილი ადგება და 100 მილიონს ჩარიცხავს“.

„პირველი ქველმოქმედი მაგია და ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არ დარჩება ჩრდილში ბიძინა ივანიშვილი და აუცილებლად დაამტკიცებს მის ქველმოქმედებას, მის ქველმოქმედურ ხასიათს და აუცილებლად ჩარიცხავს გარკვეულ კაი მსუყე თანხას ამ ცენტრში“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ემზარ კვიციანის განმარტებით, „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ არა მხოლოდ ოჯახის შექმნის მსურველ წყვილებს დაეხმარება, არამედ ემიგრაციიდან იძულებით გამოძვებულ ადამიანებს, ასევე, მათ, ვინც საცხოვრებლად მაღალმთიან რეგიონებში დაბრუნდებიან.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ 13 თებერვალს დაფუძნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]