weather cur horoscope tv
სექტემბერი 19, 2021

ვმოქმედებთ ძალიან მარტივი პრინციპით: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის – რიჟვაძე

15:36 ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019 hits 950

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა „დაიცავი ძველი ბათუმის“ წერილზე, რომლითაც ბათუმის მერს მოუწოდებენ, ისტორიული სახლების ნგრევა არ დაუშვას. რიჟვაძე ამბობს, რომ ძეგლებთან დაკავშირებით არცერთი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მისივე თქმით, ამ ტიპის შემოტევების შედეგად“ გადაწყვეტილებებს არ შეცვლიან.

„ყველა უწყება კომპეტენციების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, თვითმმართველობა, ზონალური საბჭო და ყველა ის უწყება, რომელიც ერთიან მმართველობაში შემოდის. ამავე დროს, მოვუწოდებ, რომ კონკრეტული ფაქტებით ვისაუბროთ – სად ხდება კორპუსების ჩადგმა, სად არის ძეგლებთან დაკავშირებით არათანმიმდევრული ან უკანონო გადაწყვეტილება მიღებული.

რაც მაქვს ძეგლებთან დაკავშირებით მოკვლეული, არც ერთი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, განსაკუთრებით კი, ძეგლების ნგრევასთან დაკავშირებით.

ყველანი ნახავთ, რომ წელს და მომდევნო წელსაც, მათ შორის კულტურული ისტორიული მემკვიდრეობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნება გატარებული და კიდევ უფრო მეტი ძეგლის რესტავრაცია განხორციელდება.

ამავე დროს, ჩვენ ვმოქმედებთ ძალიან მარტივი პრინციპით – ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. არ ვაპირებთ ამ ტიპის შემოტევების შედეგად გადაწყვეტილებები შევცვალოთ.

ყველა გადაწყვეტილება იქნება კანონის შესაბამისი ამ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები ბათუმის მერის, ლაშა კომახიძისადმი ღია წერილში აღნიშნავენ, რომ უკმაყოფილოები არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული ე.წ. ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებებით, რომლებსაც არა მხოლოდ დაუსაბუთებელად, არამედ ქალაქისთვის საზიანოდაც მიიჩნევენ.

საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ე.წ. ზონალურმა საბჭომ 2019 წლის 8 თებერვალს, ერთ დღეში გადაწყვიტა, ისტორიული დაცვის ზონაში რამდენიმე სახლი დაანგრიოს. ღია წერილის ავტორები ბათუმის მერისგან ითხოვენ, ე.წ. ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებები მიიჩნიოს მხოლოდ რეკომენდაციად და უპირობოდ არ გაითვალისწინოს.

„მოგიწოდებთ, ბათუმის ისტორიული დაცვის ზონაში მშენებლობების ნებართვის გაცემაზე გამოაცხადოთ მორატორიუმი, სანამ ისტორიულ ზონას არ ექნება სპეციალური მარეგულირებელი დოკუმენტი“, – ნათქვამია „დაიცავი ძველი ბათუმის“ ღია წერილში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]