weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პარლამენტმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა

21:17 ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე არ დაამტკიცა ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა. კანონპროექტს 45 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17 კი წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტს გასასვლელად სულ 76 ხმა სჭირდებოდა.

კენჭისყრამდე დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ეკა ბესელიამ მიმართეს. კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის მხარდაჭერა დაუშვებელი იყო, რადგან იგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა. ცვლილებების მიხედვით, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კანონპროექტი ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ოთარ ჩრდილელმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, კობა ნარჩემაშვილმა, ალექსანდრე ერქვანიამ, დავით ჭიჭინაძემ და ლევან კობერიძემ წარადგინეს. დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერდა. კანონპროექტს „ევროპული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ ემხრობოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]