weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზვიად კუპრავა ხელისუფლებას: მიიღებთ ასანჟს საქართველოში

11:10 პარასკევი, 22 თებერვალი 2019
ფოტო: რადიო თავისუფლება ფოტო: რადიო თავისუფლება

ზვიად კუპრავამ, რომელსაც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ბრიფინგი გამართა და დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებით დაინტერესდნენ. როგორც კუპრავამ განაცხადა, ის რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლია და თუ ხელისუფლება სასამართლოდან ორივე საქმეს არ გაიწვევს, საქართველოში ასანჟს მიიღებს.

„მე მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს პარლამენტს, გთხოვთ, დაინტერესდეთ ჩემი ორივე საქმით და თავად დარწმუნდეთ, რომ მე ნამდვილად ვარ რეპრესიული მანქანის და რეჟიმის მსხვერპლი. ამ ქვეყანაში მე ვიდევნები პოლიტიკური ნიშნით. მე ვარ საქართველოს მოქალაქე და მაქვს უფლება ვიცხოვრო მშვიდად ამ ქვეყანაში, არ ვიყო დევნის ობიექტი. ამავე დროს,

მე მინდა ასევე მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ორივე სისხლის სამართლის საქმე სასამართლოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ასანჟს საქართველოში“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიება  – გირაო, წინასწარიპატიმრობით შეუცვალა.  კუპრავას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

„ბრალდების მხარემ მოითხოვა ზვიად კუპრავას მიმართ გირაოს სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით, ვინაიდან ბრალდებულმა ახალი დანაშაულის ჩადენით დაარღვია გირაოს პირობები. პროკურორმა პროცესზე წარადგინა კუპრავას მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 19 თებერვალს გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]