weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მივდივარ იმ პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად - ბესელია

12:22 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ დატოვა. როგორც მან განაცხადა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მის კანონპროექტს და „სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ რეზოლუციის პროექტს.

ძალიან რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა;

სადაც ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი მოქალაქისთვის ყველაზე ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა. ჩვენ, ყველას ერთად, უმრავლესობას, თუ უმრავლესობის შიგნით არსებულ უმცირესობას, სრულიად საქართველოსთან ერთად, 2012 წლის პირველი ოქტომბერი გვაქვს ბოლომდე მისაყვანი. ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რისთვისაც პირველი ოქტომბერი მოვიდა.

რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება: სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი, მოსამართლეები, მათი უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა. იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება, რომელთაც ეს თემა, რაც გუშინ იყო კენჭისყრაზე, ჩააგდეს და საკუთარი პოზიციის გამოთქმა ვერ გაბედეს

„ქართული ოცნება“ 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალებს ასცდა. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა

ჩემი ყველა მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც მიმართული იყო იქითკენ, რომ გავთავისუფლებულიყავით ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისგან, რამაც შემოაღწია „ქართული ოცნების“ შიგნით და საკმაოდ დიდი დოზით, ვერ გამოიღო შედეგი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]