weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

16:23 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

საპარლამენტო უმრავლესობა ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა. დეპუტატმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მის მიერ მომზადებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი პირველივე მოსმენაზე ჩააგდო.

ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ათმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

„მე ვტოვებ სამივე რგოლს - როგორც პარტიას, ისე ფრაქციას და უმრავლესობას. დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, რომელიც სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებას ითვალისწინებდა პენსიონერების მიმართ, ჩემთვის პრინციპული საკითხია. ექვსი თვის წინ, მოვრჩი თუ არა ამ კანონზე მუშაობას, ვთქვი, რომ თუ მას მხარდაჭერა არ ექნებოდა, ეს იქნებოდა წყალგამყოფი ჩემსა და უმრავლესობას შორის. დღესაც დიდი იმედი მქონდა, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერდნენ და გავაგრძელებდი კანონზე მუშაობას. უმრავლესობის დატოვება ჩემი თვითმიზანი არ იყო“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება პარტიიდან წასვლას, ნაცვლიშვილის განმარტებით, პარტიაში ის ვერ ხედავს სივრცეს, სადაც საკუთარი იდეებისთვის ბრძოლას შეძლებს: „მიზნების უკეთესად მიღწევისთვის და მეტი ბრძოლისუნარიანობისთვის ავირჩიე ეს გზა“.

ბექა ნაცვლიშვილამდე, გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა ლევან გოგიჩაიშვილმა. დღეს კი პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ ეკა ბესელიამ განაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]