weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ფაროსანას საწინააღმდეგო სამთავრობო კომისიას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს

18:49 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების კოორდინაცია პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარს დაევალა. მთავრობის განკარგულებით, სუბარი უხელმძღვანელებს სამთავრობო კომისიას, რომელიც 2018 წლის 30 იანვარს შეიქმნა. დღემდე კომისიის ხელმძღვანელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იყო.

დავითაშვილი კომისიის შემადგენლობაში კვლავ რჩება, თუმცა წევრის სტატუსით. სამთავრობო კომისიაში ასევე შედიან შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო რწმუნებულები სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში.

მთავრობის განკარგულებით, ასევე დამტკიცდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა წელს 45 მილიონი ლარით დაფინანსდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]