weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გედევან ფოფხაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა

13:46 შაბათი, 23 თებერვალი 2019

საპარლამენო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამაუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ გუშინ მას განცხადებით მიმართა და ფრაქცია დატოვა. მდინარაძის თქმით, ფოფოხაძეს პარტიის დატოვების თაობაზეც აქვს განცხადება დაწერილი.

„გედევან ფოფხაძემ გუშინ მომმართა მე, როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს და დატოვა ფრაქცია. როგორც ვიცი, მან პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარტიას ტოვებენ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანაგუნდელები, მაგრამ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება იმ მიზეზის გამო, რომ მმართველმა გუნდმა არ მისცა ხმა არაკონსტიტუციურ კანონს. იმის იქით, რაც არ უნდა ლეგიტიმური მიზნები იყოს, რაც არ უნდა ემოციებზე და პიარზე გათვლილი კამპანია იყოს დაგეგმილი, ჩემი აზრით ეს არის პოლიტიკური შეცდომა“, - განაცხადა მდინარაძემ.

გუშინ საპარლამენტო უმრავლესობა სამმა დეპუტატმა - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა - დატოვა. ეკა ბესელიამ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ჩააგდო. კანონპროექტის ხელმომწერები გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილიც იყვნენ.

რაც შეეხება ბექა ნაცვლიშვილს, მან გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]