weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვეთანხმებით, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი – კობახიძე

14:48 შაბათი, 23 თებერვალი 2019

ვეთანხმებით შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას სჭირდება გამართული რეზოლუცია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც „სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ რეზოლუციასთან დაკავშირებით მსჯელობისთვის მზად არის.

„ზოგად პათოსს და არა მარტო პათოსს, ზოგად შინაარსს ყველა ვეთანხმებით, ყველა ვართ იმ აზრზე, რომ ის რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, იყო დანაშაულებრივი რეჟიმი. შესაბამისად, ეს არის ჩვენი საერთო შეფასება. თუმცა, რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, ის იყო გაუმართავი, დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს ვერ დავუჭერდით. სხვათა შორის, უმრავლესობის ჯერ კიდევ წევრებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, მაშინ როდესაც ისინიც იგივე პოზიციას აფიქსირებდნენ და აცხადებდნენ, რომ ტექსტი იყო გაუმართავი. შესაბამისად, შეუძლებელი იყო მისი მხარდაჭერა. თუმცა, იმ დღეს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მაინც დაუჭირეს მხარი. რამდენიმე ადამიანზე მაქვს საუბარი. ვეთანხმებით შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას სჭირდება გამართული შეფასება და გაფორმება. ამაზე მსჯელობისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობიდან რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა 39-მა დეპუტატმა მისცა, მათ შორის, ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]