პრეზიდენტის განცხადებით, პატრიარქს უცხოეთში განხორციელებულ ვიზიტებზე ესაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, ევროპელ პარტნიორებს მაღალი ნდობა აქვთ საქართველოს მიმართ, რაც ეროვნული ინტერესებისთვის უნდა გამოვიყენოთ.
„ასევე, ვისაუბრეთ დიასპორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან შეხვედრებზე, ქართველოლოგიის მიმართულების გაძლიერებასა და განვითარებაზე. კიდევ ერთხელ მივიღე ძლიერი სულიერი თანადგომა, რაც ჩემს საქმიანობაში მეტ ძალას მმატებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.