weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეკა ბესელია ახალი ფრაქციის შესაქმნელად კონსულტაციებს იწყებს

16:03 ორშაბათი, 25 თებერვალი 2019

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციის შექმნას აპირებს, რისთვისაც თანამოაზრეებთან კონსულტაციებს იწყებს. ბესელიას განცხადებით, პოლიტიკური ჯგუფი პირველ ეტაპზე თემატურად გაერთიანდება.

ახალი ფრაქციის შესაქმნელად სულ მცირე ექვსი დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო.

„მე დღეიდან დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება. ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის „სოციალ-დემოკრატებთანაც“. ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს“, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის და პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების თაობაზე 22 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ჩააგდო. კანონპროექტის ხელმომწერები გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილიც იყვნენ, რომლებმაც ასევე დატოვეს „ქართული ოცნება“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრობაზე უარი თქვა ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წვრმა ბექა ნაცვლიშვილმაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]