weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწებზე 240-მდე კერძო სახლი აშენდება - ბახტაძე

14:06 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

საქართველოს მასშტაბით დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი და 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

საგრანტო პროგრამა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით პროექტების განხორციელებას გულისხმობს, საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობით, ერთობლივად შემუშავდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით, საქართველოში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებას; დევნილებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გაიცემა თითქმის 250 გრანტი, ასევე დაფინანსდება სხვა სოციალური აქტივობები.

„ვფიქრობ, ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი, რათა მომავალ წლებში, მიღებული გამოცდილებით გავაფართოოთ ჩვენი აქტივობები. დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა წარმატებით დასრულდება და მიღებული გამოცდილება იქნება საფუძველი, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მსგავსი პროგრამები ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტი იყოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]