weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აზერბაიჯანში ქართველების უფლებები საქართველოში აზერბაიჯანელებისას უნდა გაუთანაბრდეს - ჯაში

22:41 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივი სხდომა გამართა, სადაც აზერბაიჯანის ისტორიული ქართული დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის მექანიზმები და შესაძლებლობები განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატებმა იმსჯელეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქართული სკოლებისა და ქართული ენის სწავლების, კახის რაიონში ქართული კულტურის სახლის აღდგენისა და ქართული მოსახლეობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საკითხებზე.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, უნდა მოხდეს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებების გათანაბრება სქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებთან როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე.

„უნდა მოვიფიქროთ ერთიანი მიდგომა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, შეიძლება აღნიშნულმა კომიტეტებმა იფიქრონ სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბებაზე, საბჭოს ან კომისიის სახით, რომელიც საინგილოს თემაზე და ასევე, უფლებების გათანაბრების საკითხზე იმუშავებს.

„ჩვენ გვაქვს 10 საკითხი, რომელიც გადასაჭრელია. შეგვიძლია ამ მიმართულებით რეგულარულ ფორმატში გადავიყვანოთ მსჯელობა და, შესაბამისად, პროგრესის მონიტორინგის შესაძლებლობაც გვექნება“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პრობლემები, რომელიც არსებობს აზერბაიჯანის ქართველებით დასახლებულ რეგიონში, მოგვარებადია.

„ორივე კომიტეტი ვაპირებთ ერთობლივ ვიზიტს ჰერეთში და, სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ. ჩვენ ყველაფერს ვეცდებით იმისთვის, რომ პრობლემების გადაჭრა ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად მოხერხდეს. ჩვენ გაგვაჩნია ძალიან სერიოზული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ასევე, გაგვაჩნია ისტორიულად კარგი ურთიერთობა, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ პრობლემები, რომელიც ქართველი მოსახლეობის წინაშე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობს, ეტაპობრივად იყოს აღმოფხვრილი, ისევე, როგორც ჩვენ ვცდილობთ, ყველანაირი პრობლემა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელებისა იყოს გადაწყვეტილი და მოწესრიგებული“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]