weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ჩავა

13:47 პარასკევი, 30 ივნისი 2017
რაულ ხაჯიმბა და ვლადისლავ სურკოვი რაულ ხაჯიმბა და ვლადისლავ სურკოვი ფოტო © Sputnik

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადისლავს სურკოვი ჩავა და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება. 3 ივლისს, სოხუმში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებას განიხილავენ.

"სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და რაულ ხაჯიმბა გეგმავენ იმსჯელონ ორმხრივი თანამშრომლობისა და აფხაზურ-რუსული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხებზე", - ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

სურკოვსა და ხარჯიმბას შორის ბოლო შეხვედრა ერთი წლის წინ, 2016 წლის ივლისში შედგა. მაშინ მხარეებმა აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამა განიხილეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]