weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მტკიცედ გადავწყვიტეთ, რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა გამარჯვებით დავაგვირგვინოთ – კობახიძე

12:28 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა გამარჯვებით დააგვირგვინოს.

„ჩვენ გწამს, რომ რუსული ოკუპაცია და დიქტატი მხოლოდ დროებითია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ქართველებისთვის რუსული ოკუპაცია ყოველთვის დროებითი იყო.

ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გამარჯვებით დავაგვირგვინოთ ეს უთანასწორო ბრძოლა პუტინის რუსეთთან მშვიდობიანი, თუმცა ურყევი წინააღმდეგობითა და შეუპოვრობით“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აკადემიაში ირაკლი კობახიძემ ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებზე ისაუბრა. მისი თქმით, აშკარაა, რომ რუსეთი არ ასრულებს იმ პირობას, რომელიც აფხაზ და ოს ხალხს მისცა და ოკუპირებულ რეგიონებში გამოუვალი მდგომარეობის განცდა სულ უფრო იზრდება.

„აშკარაა, რომ რუსეთი არ ასრულებს საკუთარ დაპირებას აფხაზი და ოსი ხალხისადმი: მოსკოვი კვლავაც აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს ძალის გამოყენებით, ხოლო მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ გვარდება. ამრიგად, ორივე ოკუპირებულ რეგიონში სულ უფრო იზრდება გამოუვალი მდგომარეობის განცდა. მიუხედავად რუსეთის ქმედებებისა, ბოლო წლების მანძილზე, საქართველო ერთგული რჩება პრაგმატული ურთიერთობის სტრატეგიისადმი, ცდილობს, თავიდან აიცილოს ის პროვოკაციული სიტუაციები, რომლებიც იქმნება რუსეთის მრავალგზის უკანონო ძალისმიერი აგრესიის შედეგად საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ მოთმინება და სიმტკიცე გვმართებს ჩვენს წინააღმდეგობაში არა მხოლოდ რუსეთის აგრესიის მიმართ, არამედ იმ იდეოლოგიის მიმართ, რასაც მოსკოვი ატარებს: ავტორიტარიზმი, შეუწყნარებლობა, ოკუპაცია, ძალადობა და ქედმაღლობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააძლიეროს ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტები, ასევე უსაფრთხოება, რათა დაარწმუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზი და ოსი მოქალაქეები, რომ საქართველო ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოა, სადაც მათ განვითარება და კეთილდღეობის მიღწევა შეეძლებათ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]