საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა, ილჰამ ალიევთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას და აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა აზერბაიჯანის საპატიო ყარაულს. შესრულდა საქრთველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები.
სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანს დღეს, 27 თებერვალს ეწვია. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დეტალებზე აზერბაიჯანის და საქართველოს პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
გარდა ამისა, ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვთან და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან. სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს.