„ჩვენი მეგობრობიდან გამომიდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტიზაციო კომისიას მითითება, რომ განაახლოს მუშაობა, მივიყვანოთ ეს პროცესი ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი. მაგრამ ნორმალურია, რომ, ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს, ამდენი წლის შემდეგ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი ამ დრომდე დადგენილი არ არის. სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის საერთო სიგრძე დაახლოებით 1839 კილომეტრია. აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საზღვრის სიგრძე 446 კილომეტრს შეადგენს.