weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარნეულის მაჟორიტარმა თამაზ ნავერიანმა ემზარ კვიციანის ცენტრს 500 ლარი ჩაურიცხა

15:39 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის ორგანიზაციას, რომლის მიზანიც ახლად შექმნილი ოჯახების დახმარება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა, 500 ლარი „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა ჩაურიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ემზარ კვიციანი ავრცელებს.

„მისაბაძი მაგალითი – ჩემს მიერ ინიციერებულ დემოგრაფიულ ცენტრში პირველი თანხები ჩაირიცხა. 500 ლარი ჩარიცხა პარლამენტარმა, ბატონმა თამაზ ნავერიანმა. მადლობა მას. ჩემს მიერ 43 ლარია ჩარიცხული და პირველი მარტიდან ყოველთვიურად ხელფასის 2% ავტომატურ რეჟიმში ჩაირიცხება“, – წერს სოციალურ ქსელში ემზარ კვიციანი და თანხის ჩარიცხვის დასტურად ფოტოსაც აქვეყნებს.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის ინიციატივით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ 13 თებერვალს დაფუძნდა. მანამდე, 7 თებერვალს, კვიციანმა თქვა, რომ ორგანიზაციაში ფულს ემიგრანტები ჩარიცხავენ და „დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად“. მისივე თქმით, ივლიან „აგენტები“ და აღრიცხვაზე აიყვანენ იმ შეყვარებულ წყვილებს, ვისაც ოჯახის შექმნის საშუალება არ აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]