„ვისაც არასერიოზულად მიაჩნია, ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოაჩინოს, რომ ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე ჰგონიათ. მე ეს პროცესი ჯერ არ დამიწყია. როდესაც მკითხეს, გამოვრიცხავ თუ არა და ვთქვი, რომ არ გამოვრიცხავ, მაგრამ არ დამიწყია. თუ დავიწყებ, ბოლომდეც მივიყვან, იმიტომ, რომ რასაც ვიწყებ, ის ბოლომდე მიმყავს. ამიტომ ნუ წამაქეზებენ. მე ვიცი, როდის რა ნაბიჯი გადავდგა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, პარლამენტში წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე კენჭისყრა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას ეხება.
ეკა ბესელიამ, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა 22 თებერვალს დატოვა, გუშინ განაცხადა რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირკლი კობახიძის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას არ გამორიცხავს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს საუბრები აბსოლუტურად არასერიოზულია.