weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

კობახიძის იმპიჩმენტის პროცესი არ დამიწყია, მაგრამ თუ დავიწყებ, ბოლომდე მივიყვან – ბესელია

13:06 ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019

„რასაც ვიწყებ, ის ბოლომდე მიმყავს. ამიტომ ნუ წამაქეზებენ“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტზე საუბარი არასერიოზულია.

„ვისაც არასერიოზულად მიაჩნია, ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოაჩინოს, რომ ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე ჰგონიათ. მე ეს პროცესი ჯერ არ დამიწყია. როდესაც მკითხეს, გამოვრიცხავ თუ არა და ვთქვი, რომ არ გამოვრიცხავ, მაგრამ არ დამიწყია. თუ დავიწყებ, ბოლომდეც მივიყვან, იმიტომ, რომ რასაც ვიწყებ, ის ბოლომდე მიმყავს. ამიტომ ნუ წამაქეზებენ. მე ვიცი, როდის რა ნაბიჯი გადავდგა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, პარლამენტში წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე კენჭისყრა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას ეხება.

ეკა ბესელიამ, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა 22 თებერვალს დატოვა, გუშინ განაცხადა რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირკლი კობახიძის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას არ გამორიცხავს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს საუბრები აბსოლუტურად არასერიოზულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]