weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ ვიცოდი ლექსების წერა ამ ქვეყანაში სამარცხვინო თუ იყო – თალაკვაძე

11:35 პარასკევი, 01 მარტი 2019

„მართლა არ ვიცოდი, თუ ლექსებისა და მოთხრობების წერა, ან წერა-კითხვა ამ ქვეყანაში აკრძალული და სამარცხვინო იყო“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მის ლექსებზე სოციალური ქსელის მომხმარებლების გამოხმაურებასთან დაკავშირებით.

თალაკვაძემ ტელეკომპანია პირველის გადაცემაში „რეაქცია“ აღინიშნა, რომ მისი წიგნი 15 წლის წინ გამოიცა, ინტერნეტში კი უკვე 8 წელია ხელმისაწვდომია.

„მოკლედ გიპასუხებთ, არ მგონია, საზოგადოება ჩემგან პოეზიას ელოდებოდეს. რაც ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, ეს არის საოცარი ჟრიამული ჩემს 15 წლის წინ გამოცემულ წიგნზე. 8 წელზე მეტია განთავსებულია ინტერნეტში, ლიტერატურულ პორტალზე. ეს წიგნი ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც არის დაცული. ამიტომ ვინც ეძებდა, იმ ხალხს უნდა ვუთხრა, რომ წიგნები იშოვება, პირველ რიგში, ბიბლიოთეკაში. სხვაგან ეძებდნენ, როგორც ვნახე და გამიკვირდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის პოეტური კრებული - „ლირიკული ლარნაკი“ 2004 წელს არის გამოცემული და 2001-2004 წლებში დაწერილ ლექსებს მოიცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]