თალაკვაძემ ტელეკომპანია პირველის გადაცემაში „რეაქცია“ აღინიშნა, რომ მისი წიგნი 15 წლის წინ გამოიცა, ინტერნეტში კი უკვე 8 წელია ხელმისაწვდომია.
„მოკლედ გიპასუხებთ, არ მგონია, საზოგადოება ჩემგან პოეზიას ელოდებოდეს. რაც ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, ეს არის საოცარი ჟრიამული ჩემს 15 წლის წინ გამოცემულ წიგნზე. 8 წელზე მეტია განთავსებულია ინტერნეტში, ლიტერატურულ პორტალზე. ეს წიგნი ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც არის დაცული. ამიტომ ვინც ეძებდა, იმ ხალხს უნდა ვუთხრა, რომ წიგნები იშოვება, პირველ რიგში, ბიბლიოთეკაში. სხვაგან ეძებდნენ, როგორც ვნახე და გამიკვირდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის პოეტური კრებული - „ლირიკული ლარნაკი“ 2004 წელს არის გამოცემული და 2001-2004 წლებში დაწერილ ლექსებს მოიცავს.