weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გადასახვევ თამბაქოზე აქციზის გაძვირების ამოცანაა, რომ ადამიანებმა ცოტა მოწიონ - ზოიძე

15:33 შაბათი, 02 მარტი 2019

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მან გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და საქართველოს მთავრობას გადასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასის გაზრდის თაობაზე მიმართა. ამის შესახებ ზოიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

ზოიძის თქმით, აქციზზე ფასის მატების ამოცანა არის არა ის, რომ ბიუჯეტში მეტი ფული შევიდეს, არამედ ის, რომ ადამიანებმა ცოტა მოწიონ ან თავი დაანებონ მოწევას.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ აქციზის ფასი გასახვევ თამბაქოზეც გავზარდოთ. რეალურად მოიმატა აქციზის ფასმა ფილტრიანსა და უფილტრო თამბაქოზე, ახლა დარჩა გასახვევი თამბაქო, ე.წ საბითუმო თამბაქო, რომელზეც გადავიდა საზოგადოების ნაწილი, რადგან უფრო იაფი გამოდის.

ფასი არის თითქმის ერთადერთი ბარიერი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ მოწევა არ დავიწყოთ. ჩვენთან ცამეტი წლის ადამიანები რეგულარულად ეწევიან და ეს კატასტროფაა. საერთოდ, ეპიდემიაა, როდესაც მოსახლეობის მესამედი ეწევა. აქციზი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლითაც ხდება პრევენცია.

აქციზის ფასის ზრდის თაობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოგვმართა, მე მივმართე მთავრობას და ახლა მთავრობის გადასაწყვეტია. მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გავახმოვანე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია“, – განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, გასახვევი თამბაქოს იმპორტი და გაყიდვა მკვეთრად არის გაზრდილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]