weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსი აფხაზეთს აღიარებს – სერგეი შამბა

16:28 შაბათი, 02 მარტი 2019

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა იმედოვნებს, რომ „ოდესმე ბელარუსი აფხაზეთს აღიარებს“.

„აფხაზეთს, ტრადიციულად, ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბელარუსთან. ზაფხულში ამ სახელმწიფოდან ჩვენთან ტურისტები ჩამოდიან. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსიც აღიარებს აფხაზეთს. ამ მომენტს დაველოდებით“, – უთხრა შამბამ რუსულ სააგენტო „ტასს“-ს.

აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განმარტა, რატომ გადაიფიქრა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა.

„მზად ვიყავი, ხელი მომეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე. ყოველ შემთხვევაში, რუსებს ასე ვუთხარი. მაგრამ რა მოხდებოდა მომდევნო დღეს? ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა ჩამოვიდა ჩემთან, დიქტატორთან. ხანგრძლივი, კარგი საუბარი გვქონდა. მან თქვა: „თუ აფხაზეთს აღიარებთ, მაშინ, პირველი - საბანკო სისტემიდან გაგთიშავთ, სრულ იზოლაციაში მოექცევით და ა.შ.“. მან პირდაპირ და გულწრფელად მითხრა ყველაფერი“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა პირველ მარტს.

ამ საკითხის კომენტირებაზე სააგენტო „ტასს“-ს უარი უთხრა მოქმედმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ. სააგენტოს ცნობით, კოვემ აღნიშნა, რომ აფხაზებს კარგი დამოკიდებულება აქვთ ბელარუსი ხალხისადმი და ყოველთვის ელიან სტუმრად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]