weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქვეყანამ დაკარგა დრაივი – ზვიად კვაჭანტირაძე

22:51 კვირა, 03 მარტი 2019

„ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს, პარლამენტარ ზვიად კვაჭანტირაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანამ „დრაივი“ დაკარგა და სიცოცხლისუნარიანობა პრაქტიკულად არაფერში ჩანს. ამის შესახებ კვაჭანტირაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „P.S.“ განაცხადა.

„ქვეყანამ დაკარგა დრაივი და დაკარგა ლტოლვა ხვალინდელი დღისადმი. სიცოცხლისუნარიანობა არ ჩანს პრაქტიკულად არაფერში და ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი საბაბი იმის, რომ ხალხთან კონტაქტიც დავკარგეთ. დავკარგეთ კონტაქტი ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენ, მე - ყოფილმა „ქართულმა ოცნებამ“ და დღევანდელმა „ქართულმა ოცნებამ“, საუბედუროდ. არავინ ხალხთან არ დადის, აღარაფერს ვამბობ მთავრობაზე. რომელი ერთი, მაჩვენეთ - ყველას სასოწარკვეთილი სახე აქვს. რატომ უნდა ვიყოთ ასეთ დღეში?“, – ამბობს კვაჭანტირაძე.

ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა 28 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „ბევრი მიზეზიდან გამომდინარე“ მიიღო. კვაჭანტირაძის განმარტებით, სასამართლოს თემა გახდა ერთ-ერთი „ყველაზე დიდი წითელი ხაზი“, რომელმაც უმრავლესობის დატოვებისკენ უბიძგა.

ზვიად კვაჭანტირაძემდე, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]