weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს

16:12 ორშაბათი, 04 მარტი 2019

„ნაციონალური მოძრაობა“ ვიცე-პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმის დაუყოვნებლივ აღძვრას და მის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარია მუქარაში დაადანაშაულა.

„ეს არის წარმოუდგენელი სითავხედე, სხვანაირად ვერ შევაფასებ, წარმოუდგენელი ძალადობა. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, რომ დღესვე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და ბატონი გახარია გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ჩვენ დღეს ვხედავთ ხელისუფლების ძალადობას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველო“ კი გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს და „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებით გამოდის.

„პირველი და სასწრაფო, რასაც მოითხოვს „ევროპული საქართველო“ არის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლა და მისგან საჯაროდ პასუხის გაცემა იმ უმძიმეს ბრალდებებზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ბატონი გახარიას მისამართით.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში აყენებს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემა, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და მისი ეკონომიკის მომავალს. ეს არის თემა, სადაც დღეს საჯაროდ მოვისმინეთ ბრალდებები მაღალი თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებების და მათი ორკესტრირებული დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, ამიტომ ყველა ამ კითხვას აუცილებელია გაეცეს პასუხი.

პასუხის გამცემი და მომკითხავი ბუნებრივია ვერ იქნება პროკურატურა, რომელიც თვითონაც ჩართულია ამ პროცესში და გააჩნია ნულოვანი საზოგადოებრივი ნდობა“,– განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, გარკვეული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს საერთაშორისო დონეზე რეპუტაციის „დანგრევით“ ემუქრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ პროკურატურა ინფორმირებული იყო. ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან გამოკითხვისას საგამოძიებო უწყებას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, გამოძიება არ დაწყებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]