weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციას უერთდებიან

17:09 ორშაბათი, 04 მარტი 2019

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა და ფრაქციის წევრმა მირიან წიკლაურმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, ისინი „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციაში გაწევრიანდებიან.

„გადაწყვეტილება მე და მირიან წიკლაურმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ მივიღეთ. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ - აი, ასეთი კონფიგურაციით, ერთობლივად გავაგრძელებთ პარლამენტში საქმიანობას“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ფრაქციას „საქართველოს პატრიოტები“ დაშლის საფრთხის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც დავით ჭიჭინაძემ ფრაქციიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება ფრაქციას „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები“, მისი რიგები და შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობაც, ცოტა ხნის წინ ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა. ჟორჟოლიანის, ნაცვლიშვილისა და წიკლაურის გარდა ფრაქციაში იყვნენ კობა ნარჩემაშვილი, რუსლან პოღოსიანი, სულხან მახათაძე და რომან მუჩიაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]