weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა

12:10 სამშაბათი, 05 მარტი 2019

„აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნის და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში, რომელმაც პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში. პოლიტიკური მდივნის რანგში ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ განვითარებაში“, – განაცხადა კალაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კახა კალაძის თქმით, შემოღებული იქნა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა, რომელსაც პარლამენტის დეპუტატი და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ვოლსკი დაიკავებს.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა. 2012-2013 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]