„ირაკლის ნებისმიერ გააქტიურებას მე პირადად მივესალმებოდი, თუმცა მმართველ პარტიას ნამდვილად სჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური ცვლილებები - ეს უკვე მათი საქმეა. თუმცა, ჩემი გადასახედიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იმ უთანხმოებისა, რაც იყო და არის მმართველი პარტიის შიგნით, უკავშირდებოდა სწორედ პარტიული საქმიანობის არასწორი მართვის პრინციპებს. წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვისთანაც მაკავშირებს ბევრი რამ. ირაკლის ვუსურვებ წარმატებას, თუ ის გააქტიურდება, იმიტომ, რომ მე მას ვგულშემატკივრობ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.