weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით დიდი ცვლილებები იწყება – ნუკრი ქანთარია

13:31 სამშაბათი, 05 მარტი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ღარიბაშვილი მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება.

ქანთარია აცხადებს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დაყენებას მიესალმებოდა.

„მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდა. ვფიქრობ, იმ სულისკვეთების დაბრუნებას შეძლებს, რაც 12-იანელებში იყო, იმ რაზმის კოორდინაციასაც შეძლებს. მას ეს ხელეწიფება.

 ირაკლი წავიდა, როგორც ოქროს სათადარიგო მოთამაშე და უბრუნდება გუნდს. ამით დიდი ცვლილებები იწყება. არავის გაუგდია, მან ბევრი თაყვანისმცემლის სიმპატია გაიყოლია და მოზრდილი ელექტორატი ჰყავს.

მის მთაწმინდის ოლქში დაყენებას მივესალმებოდი. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]