weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ხელისუფლების მანდატი ეკუთვნის ბატონ ბიძინას, ეს ყველას ავიწყდება – ღარიბაშვილი

10:18 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

„არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხელისუფლების ეს მანდატი ეკუთვნის და ეკუთვნოდა ბატონ ბიძინას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკაში დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან და გუნდთან ერთად ბოლომდე დაიხარჯება.

„ბატონ ივანიშვილთან მუშაობა რომ დავიწყე და გავიცანი, 21 წლის ვიყავი. ჩემთვის ეს ადამიანი არის ძვირფასი, თვითონ და მისი ოჯახი.

რა თქმა უნდა, მე ვიყავი და ბლოლომდე დავიხარჯები მასთან ერთად, ამ გუნდის წიაღში, ასე ვთქვათ და გავაკეთებ იმ საქმეს, რაც გუნდის ფარგლებში დამევალება. მე ვიმუშავე და შემიძლია ვთქვა, რომ ღირსეულად ვატარე ის მანდატი, რომელიც გადმომეცა მისგან იმიტომ, რომ ის ძალაუფლება და მანდატი ეკუთვნოდა და ეკუთვნის მას. ეს ავიწყდება ყველას.

ყველაში ვგულისხმობ ყველას. ჩვენც ვიომეთ მაგრამ... ხალხს სჭირდება ლიდერი. ლიდერის გარეშე არაფერი გამოდის. რა თქმა უნდა, ლიდერი ვერ შეძლებს ვერაფერს ხალხის გარეშე. ეს კომბინაცია თუ არ შედგა, იქ არაფერი გამოვა. რატომ არ მოხდა მანამდე [2012 წლამდე] მაშინ, არაერთი მცდელობის მიუხედავად? სხვა ოპოზიციური გაერთიანებების მცდელობები ვნახეთ, მერე დაპირებები, მოლოდინები და მიტოვება ხალხის. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დამოკიდებულია ლიდერზე, მის უნარებზე და რა თქმა უნდა, ხალხზე და ხალხის განწყობაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

5 მარტს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიის პოლიტსაბჭოს მდივნად დაინიშნა. ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა. 2012-2013 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]