„ვფიქრობ, რომ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჩვენ სტატეგიული პარტნიორები ვართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ რესპუბლიკის სოციალურ ეკონომიკური განვითარება და უზრუნველვყოთ უსაფრთხოება“, – აღნიშნა ვლადიერ პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი წამყვან სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად დარჩება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გააჩნიათ საინვესტიციო პროგრამა, რომელიც „რესპუბლიკის“ განვითარების მხარდაჭერისკენაა მიმართული.
ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებების გამართვისთვის. მისი სიტყვებით, „უმაღლეს დონეზე შეხვედრები სამხრეთ ოსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
„ეს გვარწმუნებს, რომ სამხრეთ ოსეთის განვითარება, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა“, – თქვა ბიბილოვმა.
პუტინმა შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს გაგზავნის. „არჩევნები“ 2019 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.