weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოსკოვი და ცხინვალი სტრატეგიული პარტნიორები არიან – პუტინი

11:42 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოსკოვში მოლაპარაკებები გამართეს. რუსული სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, პუტინმა რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის ურთიერთობების ხასიათზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჩვენ სტატეგიული პარტნიორები ვართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ რესპუბლიკის სოციალურ ეკონომიკური განვითარება და უზრუნველვყოთ უსაფრთხოება“, – აღნიშნა ვლადიერ პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი წამყვან სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად დარჩება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გააჩნიათ საინვესტიციო პროგრამა, რომელიც „რესპუბლიკის“ განვითარების მხარდაჭერისკენაა მიმართული.

ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებების გამართვისთვის. მისი სიტყვებით, „უმაღლეს დონეზე შეხვედრები სამხრეთ ოსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

„ეს გვარწმუნებს, რომ სამხრეთ ოსეთის განვითარება, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა“, – თქვა ბიბილოვმა.

პუტინმა შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს გაგზავნის. „არჩევნები“ 2019 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]