weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხელახლა აღმოგვაჩენენ როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას – ბახტაძე

11:58 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

„საქართველო გაიცნო მსოფლიომ, როგორც უნიკალური კულტურის ქვეყანა. მე გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„განათლებაში ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა და ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი.

სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ხედვა და ინიციატივა - განათლების მეშვეობით სიღარიბისა და ოკუპაციის დაძლევის გეგმა. ეს არის ეროვნული იდეა, რომლის განხორციელებას ახლა მხოლოდ ერთადერთი რამ სჭირდება - ეს არის მთელი საზოგადოების კონსენსუსი და საქართველოს მოქალაქეების საყოველთაო ეროვნული შეთანხმება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, სიდუხჭირისგან და ოკუპაციისგან თავისუფლებისკენ, შესაბამისად, ხსნა არის განათლებულ საქართველოში.

„სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო დაიბრუნებს კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერის ფუნქციას, გახდება მკაფიო ლიდერი რეგიონში და კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებსაც. როდესაც ჩვენს მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდობას შეექმნება საკუთარ სამშობლოში ევროპული სტანდარტის, უწყვეტი და თანმიმდევრული განათლების მიღების შესაძლებლობა, თანდათანობით მივიღებთ დიდ გარდატეხას ეკონომიკასა და ბიზნესში, მეცნიერებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

დასაქმების პრობლემა, სამუშაო ადგილების დეფიციტი, მცირე ხელფასი და ბევრი სხვა სოციალური კატაკლიზმები გაქრება, რადგან მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ არცერთი ასეთი ნეგატიური ფენომენი არ არის თავსებადი განათლებული, განსწავლული და განვითარებული საზოგადოებისთვის.

დღევანდელ ქაოსურ და არეულ დროებაში, ტურბულენტურ და სწრაფად ცვალებად ხშირად, არასამართლიან სამყაროში წარმოუდგენელია გზის გაკვლევა ისეთი მძლავრი იარაღის გარეშე, როგორიც ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცოდნაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მთავრობის ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]